დღეს ბათუმში კავკასიის უნივერსისტეტის კამპუსის მშნებლობის პრეზენტაცია გაიმართა.
პრეზენტაციაზე სიტყვით საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე თორნიკე რიჟვაძე, განათლების მინისტრის მოადგილე ირინე აბულაძე და სხვა პირები გამოვიდნენ.
[related_news id=”220224″ align=”left”]საქართველოს პრეზიდენტი აცხადებს, რომ მზადაა ბათუმის ახალ უნივერსიტეტში პირველი ლექცია ჩაატაროს.
მისივე თქმით, დღეს საქართველოს ხელისუფლების პრიორიტეტი რეგიონების განვითარებაა და უნივერსიტეტისა და სკოლის დაარსება რეგიონების გაძლიერების ერთ-ერთი გზაა.
“განათლება ჩვენი მთავრობის დღევანდელი პრიორიტეტია და ხვალ, ევროპულ საერთაშორისო კონფერენციაზე ჩვენი გზავნილი იქნება ის, რომ საქართველო მზადაა გახდეს ევროპული განათლების სივრცის სრულფასოვანი წევრი და საქართველოსთვის ევროპაში შესვლა პირველ რიგში სწორედ ევროპული განათლების სივრცის სრულ წევრობას ნიშნავს,“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.