Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
,,შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოსგან, შავი ზღვა არის დღეს ის, რაც გვაერთიანებს” – პრეზიდენტი – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოსგან, შავი ზღვა არის დღეს ის, რაც გვაერთიანებს” – პრეზიდენტი

128
სალომე ზურაბიშვილი

შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოსგან, შავი ზღვა არის დღეს ის, რაც გვაერთიანებს, – ასე მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორბელიანების სასახლეში მიწვეულ თბილისის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობის (TAF) სტუმრებს.

პრეზიდენტის თქმით, ისეთი ღონისძიებები, როგორიც არის თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა აჩენს რწმენას, რომ საქართველო არ არის ჩამოშორებული ევროპას.

„ჩვენ ბევრს ვლაპარაკობთ ევროპაზე და საქართველოს ევროპულ მომავალზე და არ დავიღლებით, მაგრამ საქართველოს ევროპული მომავალი, ასევე, არის, როდესაც ევროპა აქ არის და სწორედ თანამედროვე ხელოვნების ბაზრობა (TAF) არის ის მომენტი და ის ადგილი, სადაც ევროპა ჩვენთან არის და სადაც ჩანს, რომ ის, რაც ხდება თბილისში და ასევე ხდება ნებისმიერ ევროპულ ქალაქში, არის ძალიან ახლოს, ეს არის ის თანამედროვეობა, რომელიც გვაძლევს იმის ღრმა რწმენას, რომ ჩვენ არ ვართ ჩამოშორებული სადღაც შორს. შავი ზღვა აღარ არის ის, რაც გვთიშავდა დანარჩენ თანამედროვე მსოფლიოსგან, ცივილიზებული სამყაროსგან, შავი ზღვა არის დღეს ის, რაც გვაერთიანებს და გვაძლევს იმედს, რომ ჩვენ მალე ვიქნებით ერთი დიდი ოჯახი ყველა თავისი იდენტობით, თავისი ენით, ყველა თავისი კულტურით და ყველა თავისი თავისუფლებით და ეს არის ევროპის მთავარი ნიშანი“, – განაცხადა პრეზიდენტმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები