LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ამ შეწყალებით სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს! ანტისახელმწიფოებრივი ქმედებაა“ – ირაკლი ღარიბაშვილი ლაზარე გრიგორიადისის შეწყალებაზე

135
Untitled design (1)

საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომელმაც ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, მმართველი პარტიის თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილი ანტისახელმწიფოებრივს უწოდებს.

ღარიბაშვილის თქმით, ე.წ. პრეზიდენტმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია კანონი, პატივს არ სცემს ჩვენ ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს.

„არ შეიძლება, რომ ეს ახალგაზრდა ცხრა წლით დაისაჯოს“ – სალომე ზურაბიშვილი აცხადებს, რომ ლაზარე გრიგორიადისი შეიწყალა, თუმცა ჯერ გადაწყვეტილებაზე ხელი არ მოუწერია

„საბოლოოდ, რაღაც კარგი ამბავი საქართველოდან, მადლობა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ამ გადაწყვეტილებისთვის“ – ვიოლა ფონ კრამონი

„ძალიან ვცდილობ რომ მოზომილი ვიყო ჩემს შეფასებას. რა უნდა ვუწოდოთ ასეთ გადაწყვეტილებას, როგორ არ ვუწოდოთ ანტისახელმწიფოებრივი. ადამიანმა შეიწყალა პირი, რომელმაც მოლოტოვის კოქტეილი ესროლა ჩვენს საამაყო პოლიციას და ცოცხლად დაწვა სურდა ჩვენი გმირი პოლიციელის. ეს ხომ ფაქტია. აღიარა ამ კაცმა, რომ მე ვესროლე მოლოტოვის კოქტეილიო და ამის შემდეგ ეს რადიკალი-ექსტრემისტი შეიწყალა ე.წ. პრეზიდენტმა. ეს არის, რა თქმა უნდა, უკვე ანტი-სახელმწიფოებრივი ქმედება. ის, რომ ამ ქალმა საერთოდ დაივიწყა კონსტიტუცია კანონი, პატივს არ სცემს ჩვენ ქვეყანას, ხალხს, ამომრჩეველს. საკუთარ ამომრჩეველზე აღარაფერზე ვამბობ, ბოლომდე რომ უღალატა.

ეს არის ძალიან დიდი სირცხვილი და ჩემს თვალში, ეს არის დანაშაული ჩადენილი პოლიციის წინააღმდეგ. იგი არის თანამონაწილე. ამ შეწყალებით სალომე ზურაბიშვილმა „მოლოტოვის კოქტეილი“ ესროლა პოლიციელს!“, – განაცხადა ღარიბაშვილმა.

ვტოვებ პრეზიდენტის ადმინისტრაციას, არავის პატიმრობა არ მიხარია, თუმცა პრეზიდენტის დღევანდელი გადაწყვეტილება არის ყველა იმ ადამიანის შეურაცხყოფა, ვინც სამშობლოს ემსახურება – გიორგი აბდალაძე

„ის ადამიანი, ვინც არ არის პროექტის წევრი, ამ ჭაობში ვერ გაჩერდება“ – ირაკლი ქადაგიშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის ფოტოგრაფის თანამდებობიდან გადადგომაზე

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები