LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ყველაფერი, რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია, გადაეფარა ფარცხალაძეს.. თავის დროზე სააკაშვილი რომ შეეწყალებინა პრეზიდენტს, ძალიან კარგი იქნებოდა“ – თაკო ჩარკვიანი

173
fot

„ყველაფერი, რასაც ეს ქალბატონი აკეთებს, ბიძინა ივანიშვილის გზავნილია, ვიღაცებს სჯერათ ამის, ვიღაცებს – ნაკლებად, ახლაც ოპოზიციაში ეს ფაქიზი და ლოიალური დამოკიდებულება არაფერს კარგს არ მოიტანს, მაგრამ მის იმპიჩმენტს არ ვეთანხმები“, – ამის შესახებ ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თამარ ჩარკვიანმა ოთარ ფარცხალაძის მოქალაქეობასთან დაკავშირებით პრეზიდენტის პოზიციის კომენტირებისას განაცხადა.

„როცა სჭირდებათ, პრეზიდენტთან დაძუნძულებენ, როცა ხვდებიან, რომ რაღაც სამაგათოდ არ ხდება, დედის გინებაზე გადადიან“ – ოდიშარია ოპოზიციაზე

ჩარკვიანის თქმით, სალომე ზურაბიშვილი საკუთარ თავზე ფიქრობს.

„არ მინდა, გაუვიდეს ხელისუფლებას საქციელი. ორივე საკუთარ თავზე ფიქრობს. ერთი იმაზე, რომ არ მოხდეს მისი იმპიჩმენტი, მეორე კი იმაზე ფიქრობს, რომ ჭადრაკის დაფაზე გაყვანილი ჰყავს ქალბატონი, რომელიც სამომავლოდ უნდა გამოადგეს, როდესაც რუსეთი დამარცხდება და რუსეთი აუცილებლად დამარცხდება. რაც შეეხება ფარცხალაძეს, ფაქტია, რომ ის გადაეფარა. სხვა ვარიანტი არ არის. თუ არის რაიმე სხვა ვარიანტი, ვისაუბროთ და გავარჩიოთ. ნებისმიერი მოცემულობის დროს სალომე ზურაბიშვილის ყველა კანდიდატურა ყოველთვის არის ის, ვინც უნდა ივანიშვილს და „ქართულ ოცნებას“.

„პრეზიდენტი გამალებით ითხოვდა საბუთებს, რომ ფარცხალაძის მოქალაქეობა შეეწყვიტა.. რამდენიმე დღეში გადაფიქრება უცნაურია, მისი ქმედებები კითხვებს აჩენს“ – ანა დოლიძე

„კონტექსტში, რამდენიმე დღეში გადაფიქრება უცნაური, თან იმის ფონზე, რომ ინიშნება პრეზიდენტის მიერ წარდგენილი ორივე „ოცნებელი“ ბანკში“.

ამ შემთხვევაში ფარცხალაძეს, პრაქტიკულად, ყველაფერი გადაურჩინეს. ის ზუსტად ისევე დადგა „ფეესბეს“ დამცველად, როგორც კობახიძე და ა.შ. ვიდრე ბაქრაძის ამბავი იქნებოდა, მანამდეა წარდგენილი კანდიდატურები. მეც ჟურნალისტი ვიყავი და ასეთ რაღაცებს ყურადღებას ვაქცევ. ბაქრაძის შემდეგ არ არის წარდგენილი ის კანდიდატები. ამით თავს ვერ გაიმართლებს. ეს ყველაფერი თითიდან გამოწოვილია. პრაქტიკულად, ფარცხალაძის ქონება, ყველაფერი დაიცვა. ფაქტებით ფარცხალაძე დაიცვა.

იმ ფაქტზე მინდა, ვისაუბრო, რომ ივანე მერაბიშვილის ჩვენება არსებობს, რომ ფარცხალაძემ მას მოსთხოვა ჩვენება მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ, ანუ „ფეესბეს“ მოუთხოვია ჩვენება სააკაშვილის წინააღმდეგ. თავის დროზე სააკაშვილი რომ შეეწყალებინა პრეზიდენტს, ძალიან კარგი იქნებოდა. ახლა ისე გადაეფარა ფარცხალაძეს, რომ კიდევ უფრო გამიღრმავდა ჩემი ძალიან დიდი ხნის ეჭვი, რომ ის თავიდან ბოლომდე ბიძინა ივანიშვილის გზავნილების შემსრულებელი გახლავთ“, – განაცხადა ჩარკვიანმა.

შეგახსენებთ, სალომე ზურაბიშვილმა ოთარ ფარცხალაძეს მოქალაქეობა არ ჩამოართვა. პრეზიდენტის ადმინისტრაცია აცხადებს, რომ ის უნდა დაისაჯოს, როგორც საქართველოს მოქალაქე.

„პრეზიდენტს მიზანშეწონილად არ მიაჩნია ოთარ ფარცხალაძისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა, ამ ეტაპზე – თუ ფარცხალაძე დასასჯელია, უნდა დაისაჯოს სწორედ, როგორც საქართველოს მოქალაქე” – პრეზიდენტის ადმინისტრაცია

„მორჩით ახლა სისულელეებს, ვის მხარეს ხართ?! ყველა გადამწყვეტ სიტუაციაში „ოცნებისკენ“ დგახართ – ან დიდძალ ფულთან გვაქვს საქმე, ან ქვეყნის ინტერესების გაყიდვასთან“ – ვაშაძე პრეზიდენტს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები