LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვისი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი

246
56815985-4032771293407017-7494792608116375552-o

„დღეიდან, კონსტიტუციით მინიჭებული უფლებამოსილებით ვიღებ პასუხისმგებლობას, ვიყო ყველას პრეზიდენტი, ყველა საქართველოს მოქალაქის პრეზიდენტი. ეს დემოკრატიის მთავარი პრინციპია. ამ პასუხისმგებლობასა და ცნობიერებაზე დგას თანამედროვე სახელმწიფო. მე დავიცავ მოქალაქის უფლებებსა და თავისუფლებებს, ვიქნები კანონის უზენაესობის გარანტი; ვიზრუნებ იმისათვის, რომ გავაძლიეროთ სამოქალაქო საზოგადოება და ავამაღლოთ პოლიტიკური კულტურა“

ამ სიტყვებით დაიწყო სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს პრეზიდენტობა. ინაუგურაციაზე სიამაყით გამოთქმული უფლებების და თავისუფლების დაცვა პრეზიდენტის მთავარი პრინციპი უნდა ყოფილიყო, რომელიც პასუხისმგებლობასთან და გარანტიასთან ერთად მალევე დაავიწყდა. თუმცა არ დავიწყებია ქვეყნის კულტურული ამაღლება. მაშინ, როდესაც ქვეყანა უმნიშვნელოვანეს საკითხებზე ვერ თანხმდება და ათასობით მოქალაქე ქუჩაში აქციას მართავს, პრეზიდენტი შეფასებებისგან თავს იკავებს.

 

ზოგადად ჩვენს პრეზიდენტს კრიტიკული და „საკამათო“ თემები არ უყვარს. ის ხშირად ამბობს უარს ისეთი შეკითხვების პასუხზე, რაც საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანია. მაგალითისთვის, მან უარი განაცხადა შეწყალების სიის შესახებ საუბარზე.

„შეგიძლიათ მომკლათ, კომენტარს არ გავაკეთებ“ – ასე უპასუხა პრეზიდენტმა ჟურნალისტების კითხვას;
„არა, რატომ უნდა ვიყო პროკურატურაში?“ – ეს იყო პასუხი, რომლებმაც მას შეწყალების საქმეზე პროკურატურაში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით ჰკითხეს.

“არ გეტყვით, რატომ შევიწყალე” – სალომე ზურაბიშვილი

არ უნდა და არ უპასუხებს, ეს მისი კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებაა, მაგრამ პრეზიდენტის შეფასება იმ ხალხისთვის, ვისი პრეზიდენტიც ერთი წლის „დიდი ემოციით“ გახდა, და ვინც ახლა ქუჩაში მთავრობის დაპირების შესრულებას მოითხოვს, მნიშვნელოვანი იყო ქვეყნის პირველი პირის პოზიცია.

თუ სალომე ზურაბიშვილის პირად ფეისბუქ გვერდს გადავხედავთ, ვნახავთ, რომ მისი კულტურული „ამაღლების“ გეგმა ბრწყინვალედ მიდის. 12 ნოემბერს პარლამენტში დეპუტატებმა ერთმანეთი გაწყვიტეს პროპორციული სისტემით არჩევნების კანონპროექტის საკითხზე, პრეზიდენტი  კი ამ დროს ერთ-ერთ ფრანგულ ასოციაციასთან Mosaïque Nomade შეხვედრებს მართავდა. თემა კიდევ  უფრო საკვირველია – აბასთუმანში მოზაიკა “ნადირობის“ გადარჩენა. შეხვედრის დასრულების შემდეგ  პრეზიდენტი განმარტავს, რომ იმედი აქვს, განახლებული „პანო“ რეაბილიტირებული აბასთუმნის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი იქნება.

მას შემდეგ საქართველოს პრეზიდენტის არც პირად გვერდზე და მით უმეტეს არც ადმინისტრაციის გვერდზე სიახლე არ დადებულა. არც ტელევიზიის და სხვა მედიასაშუალებებით მიმდინარე მოვლენებზე შეფასება არ გაუკეთებია.

ეს ის პრეზიდენტია, რომელიც „ყველას პრეზიდენტი“ უნდა ყოფილიყო, თუმცა ზოგ საკითხებში მას ურჩევნია „მოკლან“, ვიდრე კომენტარი გააკეთოს.

“როცა საჭირო იქნება, ყველაფერს გაიგებთ” – სალომე ზურაბიშვილი დეკანოზ მამალაძის შეწყალებაზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები