LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვიდეო: სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ცერემონია – რუმინეთში პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი დაიწყო

50
სალომე ზურაბიშვილი რუმინეთში

რუმინეთის დედაქალაქში, კოტროჩენის სასახლეში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის დახვედრის ოფიციალური ცერემონია გაიმართა.

პრეზიდენტს რუმინელი კოლეგა, პრეზიდენტი კლაუს იოჰანი დახვდა.

დახვედრის ცერემონიაზე საქართველოსა და რუმინეთის ჰიმნები გაჟღერდა, რის შემდეგაც ორივე ქვეყნის პრეზიდენტი დელეგაციის წარმომადგენლებს მიესალმა.

საქართველოს პრეზიდენტი შეხვედრას გამართავს პრეზიდენტ კლაუს იოჰანისთან, პრემიერ-მინისტრთან და რუმინეთის პარლამენტის დეპუტატთა პალატისა და სენატის თავმჯდომარეებთან, ასევე საქართველოს პრეზიდენტი ეწვევა რუმინეთის საპორტო ქალაქს, კონსტანცას.

პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციის თანახმად, დაგეგმილია პრეზიდენტების შეხვედრა გაფართოებულ ფორმატში, დელეგაციების თანხლებით. პირისპირ და გაფართოებულ ფორმატში გამართული შეხვედრების შემდეგ, პრეზიდენტები მედიისათვის პრესკონფერენციას გამართავენ და ჟურნალისტების შეკითხვებს უპასუხებენ.

საქართველოს ოფიციალური დელეგაციის შემადგენლობაში არიან: საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი რუმინეთში ნიკოლოზ ნიკოლოზიშვილი, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე თეიმურაზ ჯანჯალია, რუმინეთის პარლამენტთან მეგობრობის ჯგუფის წევრი თეონა აქუბარდია, საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის მოადგილე ივანე აბაშიძე, საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველი კასპიისა და შავი ზღვების რეგიონების ენერგეტიკისა და ტრანზიტის საკითხებში ლიანა ჯერვალიძე.

ცნობისთვის, რუმინეთში სალომე ზურაბიშვილის ოფიციალური ვიზიტი დღეს დაიწყო.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები