LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს ლევილში, საქართველოს პრეზიდენტის რანგში დავბრუნდებოდი – სალომე ზურაბიშვილი

201
1550412539-52695028_837828769895024_6116897508204478464_n-1024x683

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთში სამუშაო ვიზიტი დაიწყო. ზურაბიშვილმა მამის ინიციატივით აშენებული ტაძარი მოინახულა და შვილებთან ერთად წირვას დაესწრო.

პრეზიდენტი ამის შემდეგ ლევილში გაემგზავრა, სადაც მშობლების საფლავი ყვავილებით შეამკო და მამულში ლევილის შატო მოინახულა

„ძალიან განსაკუთრებული შეგრძნებაა. პატარა რომ ვიყავი და ზოგჯერ, შაბათ-კვირას აქ ვთამაშობდით, ვერასდროს ვიფიქრებდი, რომ ერთ დღეს ჩამოვიდოდი და დავბრუნდებოდი როგორც საქართველოს პრეზიდენტი.

ერთხელ, სხვათა შორის, როდესაც აქ ჩამოვედი, 15 წლის წინ და როგორც საფრანგეთის ელჩი გამოვყევი სააკაშვილს, ვიყავით ლევილში და სხვადასხვა ადგილას. არ მეგონა, რომ აქედან წავიდოდი როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი. ცხოვრებაში ძალიან ბევრი რამე ხდება, რაც არის მოულოდნელი და დაუგეგმავი,”- განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები