ოპოზიციონერი პოლიტიკოსისა და დიპტომატის გრიგოლ ვაშაძის თქმით, ის განცხადებები, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს კარგია, თუმცა, მისივე მოსაზრებით, თუ ზურაბიშვილს დეპოლარიზაცია უნდა, მაშინ საქართველოს მესამე პრეზიდენტი უნდა შეიწყალოს.
დასმულ კითხვაზე, აპირებს თუ არა 16 ივნისს სალომე ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე მისვლას, ვაშაძემ აღნიშნა, რომ აქციებზე ყოფნის თავისი წილი შესრულებული აქვს.
„ძალიან კარგია ის განცხადებები, რომელსაც ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი აკეთებს, მაგრამ იქიდან დავიწყოთ, რომ ამ თანამდებობაზე გაყალბებული არჩევნებით აღმოჩნდა ეს ქალბატონი. სანამ ამ განცხადებებს გააკეთებს კარგი იქნება ეუთოს ის 27 რეკომენდაცია წაიკითხოს, რომელმაც გამანადგურებელი შეფასება მისცა 2018 წლის არჩევნებს და არანაკლები იყო 2020 წლის არჩევნებზე გამოტანილი დასკვნა.
ამასთან, თუ ამ ქალბატონს დეპოლარიზაცია უნდა და თუ უნდა, რომ ყველა პოლიტიკური ძალა ერთმანეთს ცივილიზებულად და ევროპულად ელაპარაკებოდეს, ამისათვის ის ბერკეტები გამოიყენოს, რომელიც კონსტიტუციით აქვს მინიჭებული, საქართველოს მესამე პრეზიდენტი შეიწყალოს, ან სხვა სამართლებრივი გზა მონახოს. რაც შეეხება ხვალინდელ აქციას, ამაღამ მივფრინავ, ამიტომ ვერავითარ აქციებზე ვერ ვიქნები და მე ჩემი წილი აქციებზე დგომა მოვითავე.“– განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
პრეზიდენტის მიერ, 16 ივნისს დაანონსებულ აქციაზე გამოხმაურებებს ვრცლად გაეცნობით აქ:
ვინ უერთდება პრეზიდენტის დაანონსებულ აქციას? – თანხმობა და უარი ზურაბიშვილს 16 ივნისს
გია ხუხაშვილი: “ასე ხდება, როცა არც ნატურალური ხარ, არც არჩეული და არც მსახურების ნიჭი გაქვს”
ლელო იქნება 16-ის აქციაზეც და ყველას მოუწოდებს, მოვიდნენ 20 ივნისის აქციაზე – მამუკა ხაზარაძე
გიორგი გახარიას პარტია არც 16 ივნისს და არც 20 ივნისს დაანონსებულ აქციებში არ მიიღებს მონაწილეობას
16 ივნისს ვუყურებ ნეტფლიქსს, 20 ივნისს რუსთაველზე – ფადი ასლი ზურაბიშვილის მიერ დაანონსებულ აქციაზე