უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის ორი წლისთავთან დაკავშირებით გავრცელებული ვიდეო მიმართვისთვის სალომე ზურაბიშვილს მადლობას უხდის.
ზელენსკი აცხადებს, რომ უკრაინა საქართველოსა და მის თავისუფლებისმოყვარე ერს ძალიან აფასებს.
„გმადლობ ქალბატონო პრეზიდენტო! აგრესორზე ერთობლივი და ძლიერი ზეწოლა მნიშვნელოვანია, რათა ყველა მისი მეზობელი ერი თავისუფალი დარჩეს. ძალიან ვაფასებთ საქართველოს და მის თავისუფლებისმოყვარე ერს“, – წერს ზელენსკი „ტვიტერზე“.