„დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა – „ქართულ ოცნებაზე“ ამაზე უფრო დამოკიდებული პრეზიდენტობის კანდიდატი არ მახსოვს, მაგრამ ასე დამოკიდებული ადამიანიც კი ამ ზომამდე რომ მიიყვანეთ, პატივცემულებო, იქნებ კარგად დაფიქრდეთ, რაშია საქმე“, – ასე მიმართა „ლელოს“ დეპუტატმა დავით უსუფაშვილმა ხელისუფლებას პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც პრეზიდენტი ყოველწლიური მოხსენებით წარდგა.
დავით უსუფაშვილის შეფასებით, პრეზიდენტმა დღევანდელი გამოსვლით „პიროვნული და ინდივიდუალური არჩევანი გააკეთა“.
ამასთან, როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტი გაბრაზებულია იმით, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა, მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის ნაბიჯი გადადგას, გაუგებრობაშია.
„დღეს ჩვენ მოვისმინეთ პრეზიდენტის არც თუ ჩვეულებრივი გამოსვლა – ამ ტრიბუნას ბევრჯერ უნახავს სხვადასხვა ტიპის გამოსვლა. დღეს ჩვენ მოვისმინეთ სახელმწიფოს გაბრაზებული მეთაურის გამოსვლა. ქალბატონო სალომე, ორიოდე წლის წინ რომ გაბრაზებულიყავით, შეიძლება უფრო წინ ყოფილიყავით, მაგრამ არა უშავს, ჯერ კიდევ არის საკმარისი დრო.
„ბევრი გაუგებარი განცხადება მოვისმინეთ, სხვა მოლოდინი, ვერ გვექნებოდა“ - კობახიძე პრეზიდენტის გამოსვლაზე
როგორც კობახიძე აღნიშნავს, ეს არ იყო იმ ადამიანის პოზიცია, რომელიც საკუთარ სახელმწიფო ინტერესზე უნდა ზრუნავდეს.
გაბრაზებული [გამოსვლა] არა ვინმეთი, არამედ რამით; გაბრაზებული იმით, რომ საქართველო, რომელსაც უნიკალური შანსი მიეცა, რომ მისი სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის გამყარებისთვის გადადგას უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი, ამ ვითარებას შეხვდა იმ გაუგებრობაში, რაც ქალბატონმა პრეზიდენტმა აღწერა. ასეთ დროს შეუძლებელია არ იყო ისეთივე გაბრაზებული, როგორც ის 10 ათასობით ახალგაზრდა, რომელიც ყოველგვარი პოლიტიკური პრეფერენციების და პარტიული კუთვნილების გარეშე გამოვიდა და თავისი ხმა გაგვაგონა“,- განაცხადა დავით უსუფაშვილმა.