LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნაკლოები არ ვართ, თუმცა საქართველოს არ აქვს ფუფუნება, მეორედ მიიღოს უარი კანდიდატის სტატუსზე – პრეზიდენტი

148
რტჯტყ

კანდიდატის სტატუსის არმიღებამ გარკვეული იმედგაცრუება გამოიწვია ქართველებში, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა ოქსფორდის უნივერსიტეტში სიტყვით გამოსვლისას ისაუბრა.

ამასთან, სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, რომ „ევროპული პერსპექტივის მიღება, დიდი ნაბიჯია“, თუმცა მისივე სიტყვებით, საქართველოს არ აქვს ფუფუნება, რომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსზე მეორე „არა“ მიიღოს.

„..გარკვეული იმედგაცრუება მოსახლეობაში [გაჩნდა], მაგრამ ამავდროულად გვესმის ის ფაქტი, რომ ჩვენი ევროპული პერსპექტივა და ორი დანარჩენი ქვეყნის კანდიდატის სტატუსი არსებითად იმ ბრძოლის წყალობით მოხდა, რომელსაც უკრაინული მოსახლეობა აწარმოებს. ამ მხრივ გარკვეული პოლიტიკური მიზეზი იყო იმ ფაქტის მიღმა, რომ სამხედრო საფრთხის ქვეშ ყველაზე მეტად მყოფმა ორმა სახელმწიფომ მიიღეს ეს აღიარება და საქართველო, რომელიც ამ დროს ასე პირდაპირ არ იყო სამხედრო საფრთხის ქვეშ, სხვა დამსახურებების მხრივ შეფასდა და იყო გარკვეული პოლიტიკური მიზეზები, რატომ იქნა ეს განსხვავება გაკეთებული…

ვფიქრობ, ორი რამეა ძალიან მნიშვნელოვანი, სტრატეგიული თვალსაზრისით და არა აუცილებლად წმინდად პოლიტიკური კრიტერიუმებით, რასაც ევროკავშირი აქამდე იყენებდა. ერთი რამ ის არის, რომ, ეს ჩემი რწმენაა.

მე ერთ-ერთი კრიტიკოსი ვარ შიდა რეფორმების ნაკლის ან სწრაფი მოძრაობის ნაკლებობის იმ მიმართულებებით, რითაც უნდა მივდიოდეთ წინ. ნათელია, რომ ჩვენ უნაკლოები არ ვართ, თუმცა ვფიქრობ, რომ საქართველოს ფუფუნება არ აქვს კანდიდატის სტატუსზე მეორე “არა” მიიღოს და რომ ჩვენ კანდიდატის სტატუსი რაც შეიძლება სწრაფად უნდა მივიღოთ, რადგან ეს რუსეთისთვის გაგზავნილი, სტრატეგიული მესიჯია”, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

საქართველოს პრეზიდენტი რუსეთ-უკრაინის ომსაც შეეხო. მისი შეფასებით, ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა მხოლოდ რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავებაა. უკრაინაში რუსეთის ომის კონტექსტში სალომე ზურაბიშვილმა მოლაპარაკებების თაობაზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ საკითხი უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ.

„ეს ნამდვილად არის საკითხი, რომელიც უკრაინელებმა უნდა გადაწყვიტონ, რადგან მათ სისხლის ფასი გადაიხადეს, რომ თქვან როდის და როგორ უნდათ საკუთარი ტერიტორიის სუვერენიტეტის აღდგენა განიხილონ. დარწმუნებული ვარ და პრეზიდენტმა ზელენსკიმ აქ, ამ დარბაზში განაცხადა, რომ [უკრაინა] საკუთარი ტერიტორიების დათმობაზე რუსეთთან მოლაპარაკებებს არ დაიწყებს. და, ვფიქრობ, უკვე აღარავის არ შეუძლია სხვების ტერიტორიების დათმობაზე მოლაპარაკებების წარმოება. ნორმალურ რუსეთთან ნორმალური ურთიერთობებისადმი გზა არის რუსეთის საკუთარ საზღვრებში შეკავება…

ამიტომ, შემდეგი მოლაპარაკებები გლობალური მოლაპარაკებები უნდა იყოს. მათ რუსეთის მიერ ოკუპირებული ყველა ტერიტორია უნდა მოიცვან… და ეს არის გზა იმისკენ, რომ მერე დავიწყოთ ევროპული უსაფრთხოების, თანამშრომლობის, დიალოგის, ყველაფრის არქიტექტურაზე [საუბარი]. ეს ხსნის გზას ყველაფრისკენ, რადგან ეს რუსეთისთვის ნორმალურად გახდომისკენ ხსნის გზას.

და თუ ჩვენ რუსეთს ნორმალურს არ გავხდით… მაშინ ჩვენ გავაგრძელებთ იმავეს, რუსეთი ასე თუ ისე მოინელებს არგამარჯვებას ან მარცხს და ისევ დაიწყებს, როგორც კი შეძლებს, რათა კვლავ აჩვენოს თავისი ძალა”, – თქვა ზურაბიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები