LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის რადამ დაამტკიცა მიმართვა, რომელიც სალომე ზურაბიშვილს მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებისკენ მოუწოდებს

141
ფორტუნა - 2023-07-14T164804.123

უკრაინის უმაღლესი რადა საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს და ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს ჰუმანიტარული აქტის განხორციელებისა და საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის, უკრაინის მოქალაქე მიხეილ სააკაშვილის შეწყალების თხოვნით მიმართავს.

უკრაინის სახალხო დეპუტატის, იაროსლავ ჟელეზნიაკის განცხადებით, შესაბამისი მიმართვის მიღებას მხარი 285-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რეზოლუციის ტექსტში მითითებულია, რომ მისი მიღება გამოწვეულია სააკაშვილის ჯანმრთელობის კრიტიკული მდგომარეობით და მისი სიცოცხლისა და ჯანმრთელობის შენარჩუნების აუცილებლობით. ამიტომ, პარლამენტი მოუწოდებს საქართველოს პრეზიდენტს, რომ უზენაესი რადას ადამიანის უფლებათა კომისარს, დმიტრი ლუბინეცს მიეცა სააკაშვილთან წვდომის საშუალება.

უმაღლესი რადა ზურაბიშვილს ასევე მიმართავს მიხეილ სააკაშვილის მძიმე ფიზიკური მდგომარეობის გამო, „ჰუმანიტარული აქტის განხორციელების და შეწყალების“ მოთხოვნით.

გარდა ამისა, რადა მოუწოდებს ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტებს, მიიღონ შესაბამისი გადაწყვეტილებები და რეზოლუციები საქართველოს პრეზიდენტის მიერ სააკაშვილის შეწყალების აუცილებლობის შესახებ.

44 ევროდეპუტატი პრეზიდენტს, პრემიერს და პარლამენტის თავმჯდომარეს: მოგიწოდებთ, მხარი დაუჭიროთ მიხეილ სააკაშვილის გადაყვანას ევროკავშირის ერთ-ერთ წევრ ქვეყანაში, სადაც მას შეუძლია, მიიღოს შესაბამისი სამედიცინო დახმარება

კობახიძე: რასაც ოდიოზური ევროპარლამენტარები აკეთებენ, სამარცხვინოა – ქვეყნის არევა არ გვინდა

„ნახეთ, დილიდან როგორ აფუთფუთდნენ აქაური რუსული მთავრობის მოლაპარაკე თავები – ეტყობა შეშფოთებულებმა პირდაპირ მოსკოვიდან დაურეკეს“ – სააკაშვილი ევროპარლამენტარებს მადლობას უხდის

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები