LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თენგიზ არჩვაძე პრეზიდენტმა ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა

584
BeFunky-collage (2)

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა მსახიობი თენგიზ არჩვაძე ბრწყინვალების ორდენით დააჯილდოვა.

პრეზიდენტმა სახელმწიფო ჯილდო თენგიზ არჩვაძეს ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისა და გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისათვის მიანიჭა.

თენგიზ არჩვაძე იუბილარია - სახალხო არტისტს 90 წელი შეუსრულდა

კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრო პატივს მიაგებს თენგიზ არჩვაძის ღვაწლს ქართული კულტურის წინაშე, ულოცავს იუბილეს და დღეგრძელობას უსურვებს.

სალომე ზურაბიშვილმა ბრწყინვალების ორდენი მას პირადად გადასცა.

პრეზიდენტმა თენგიზ არჩვაძეს, რომელსაც დღეს 90 წელი შეუსრულდა, დაბადების დღე მიულოცა და ჯანმრთელობა და გამძლეობა უსურვა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები