LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თეა წულუკიანი და სალომე ზურაბიშვილი – მმართველი გუნდი საპრეზიდენტო კანდიდატებზე მსჯელობს

109

მმართველ გუნდში საპრეზიდენტო კანდიდატის შერჩევის პროცესი დაწყებულია. ამ დროისათვის საუბარია ორ სავარაუდო კანდიდატზე. გავრცელებული ინფორმაციით, “ქართულ ონცებას” ამ ეტაპზე ორი კანდიდატი ჰყავს – ერთი მათგანი იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანია, ხოლო მეორე სავარაუდო კანდიდატად ,,ქართული ოცნება“ პარლამენტის უპარტიო მაჟორიტარს, სალომე ზურაბიშვილსაც განიხილავს.

წულუკიანისა და ზურაბიშვილის კანდიდატურა მისაღებად მიაჩნია პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარეს სოფო კილაძეს. როგორც კილაძე რუსთავი 2-თან აღნიშნავს, ორივე მათგანი წარმატებული პოლიტიკოსია.

,,ქალბატონი თეა წულუკიანი ნამდვილად ღირსეული პოლიტიკოსია და ჩვენი გუნდის ღირსეული წევრია.  ქალბატონი სალომე ზურაბიშვილიც არის ქალბატონი, რომელსაც ძალიან დიდი ხნის დიპლომატიური გამოცდილება აქვს და ღირსეული ქალბატონი არის ასევე,“ – ამბობს კილაძე.

საპრეზიდენტო კანდიდატად ქალი პოლიტიკოსის დასახელებას მომგებიან პოლიტიკურ ნაბიჯად მიიჩნევს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაზა გაბუნია.

,,საზოგადოებრივ აზრი იმდენად პოზიტიურად არის ჩამოყალიბებული შესაძლო ქალი კანდიდატის მიმართ, რომ ამაზე დისკუსია და მსჯელობა შესაძლებელია. თან ეს მომგებიანი ნიშა-პოზიციაა, ქალ შესაძლო კანდიდატებს შესაძლებელია ჰქონდეს, იმიტომ, რომ  ჩვენ არ გვყოლია ქალი პრეზიდენტები, მაგრამ გვაქვს  გამოცდილება ქალი მმართველების ძალიან მაღალ დონზე და ბრწყინვალე მართვის,“- ამბობს გაბუნია რუსთავი 2-თან.

პარლამენტის ფრაქცია ”ქართული ოცნების” თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპრეზიდენტო კანდიდატი ჯერ შერჩეული არ არის, თუმცა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები, მდინარაძე კონკრეტული კანდიდატების დასახლებისგან თავს იკავებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები