საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენსა და ვიცე-პრეზიდენტ კამალა ჰარისს თანამდებობების დაკავებას ულოცავს.
„ისტორიისა და იმედის დღე“. ნება მიბოძეთ, გულწრფელად მივულოცო აშშ-ის პრეზიდენტსა და ვიცე-პრეზიდენტს ბრიუსელიდან, სადაც საქართველო-ევროატლანტიკურ კავშირებზე ვისაუბრებ. დღეს მსოფლიოს უდიდესი დემოკრატიის, თავისუფლების შუქურის ხელმძღვანელობის პასუხისმგებლობა თქვენს ხელშია“, – წერს სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“.