LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სწორედ იმიტომ, რომ დაბადებული ვარ საფრანგეთში, შეიძლება უფრო კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა – სალომე ზურაბიშვილი

93

„მე ვიქნები საქართველოს ყველა მოქალაქის პრეზიდენტი. სწორედ იმიტომ, რომ დაბადებული ვარ საფრანგეთში, შეიძლება უფრო კარგად მესმის, თუ რას ნიშნავს მოქალაქეობა, – ამის შესახებ მმართველი პოლიტიკური გუნდის მიერ მხარდაჭერილმა დამოუკიდებელმა საპრეზიდენტო კანდიდატმა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდაში მოსახლეობასთან შეხვედრისას განაცხადა. სალომე ზურაბიშვილი დღეს სამცხე ჯავახეთის რეგიონში – ნინოწმინდაში, ახალქალაქსა და ასპინძაში მცხოვრებ მოსახლეობას ხვდება.

მისი თქმით, მიუხედავად რელიგიისა, წარმოშობისა, კულტურისა და ენისა, ყველას ერთნაირი უფლებები გააჩნია.

“ამ ყველაფერს არ აქვს მნიშვნელობა, რადგან ყველა არის ქვეყნის თანასწორი მოქალაქე. მე ვიქნები ამ თანასწორი მოქალაქეების პრეზიდენტი.

ერთმა პრეზიდენტმა ძალიან ბევრი მოქალაქეობა დაურიგა თურქებს, რომლის წარმომადგენელიც დღეს არის ჩემი ერთ-ერთი ოპონენტი, მაგრამ თქვენ არ მოგცათ მოქალაქეობა.

მე, სანამ გავხდებოდი მაჟორიტარი დეპუტატი, დავიწყე მუშაობა ორმაგი მოქალაქეობის კანონზე. ვიცი, რომ მთელ ევროპაში ეს არის მიღებული ფორმა, რომ ორმაგი მოქალაქეობა თუ არ არის ოფიციალურად მიღებული, იყოს ნებადართული და დაშვებული. ამიტომ წელს მივიღეთ კონსტიტუციაში ცვლილებები, რის შედეგადაც საქართველოში აღარ არის აკრძალული ორმაგი მოქალაქეობა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა ნინოწმინდის მოსახლეობასთან შეხვედრისას.

შეხვედრას პარლამენტის ვიცე-სპიკერი, გიორგი ვოლსკი და უმრავლესობის სხვა წევრები დაესწრნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები