LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სტაბილურობა და მშვიდობა: საქართველოს პრეზიდენტი სომხეთის პრემიერ-მინისტრის შეხვდა

72
88175320-5001109676573169-2648256721381752832-o

საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფი სომხეთის პრემიერ-მინისტრი სალომე ზურაბიშვილს შეხვდა. ვიზიტის ფარგლებში წინასწარ დაგეგმილი შეხვედრა ორბელიანების სასახლეში შედგა.

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და სომხეთის პრემიერმა პირისპირ შეხვედრაზე საქართველო-სომხეთის პოლიტიკური და ეკონომიკური თანამშრომლობის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი საკითხები განიხილეს. მათ შორის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი თემა საქართველოსა და სომხეთს შორის არსებული კეთილმეზობლური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავება იყო.

„ჩვენ ერთად უნდა ვიზრუნოთ რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნებასა და მშვიდობის განმტკიცებაზე“, – წერს სალომე ზურაბიშვილი საკუთარ გვერდზე.

საქართველოს და სომხეთის პრემიერ-მინისტრების შეხვედრა და პირველი კომენტარი (ვიდეო)

შეგახსენებთ, რომ ნიკოლ ფაშინიანი, სამთავრობო დელეგაციასთან ერთად საქართველოში დღეს ჩამოვიდა. სომეხი პრემიერი ქართველ კოლეგას უკვე შეხვდა. ორი ქვეყნის მთავრობის მეთაურებმა მთავარი სტრატეგიული გეგმები და საგარეო მიმართულება განიხილეს. ფაშინიანი სხვა დელეგატებთან ერთად საქართველოს ხვალ დატოვებს. ეს მისი მეორე ვიზიტია ჩვენს ქვეყანაში.