LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

შეწყალების კომისიის დაკომპლექტებამდე სალომე ზურაბიშვილმა სამი პატიმარი შეიწყალა

salome zurabishvili

ამ დრომდე უცნობია, როდის დააკომპლექტებს საქართველოს პრეზიდენტი შეწყალების კომისიას. თუმცა, როგორც სალომე ზურაბიშვილის პრესსპიკერმა განაცხადა, პრეზიდენტმა შეწყალების სამ აქტს ხელი უკვე მოაწერა.

„პრეზიდენტი უფლებამოსილია, კომისიის არ არსებობის შემთხვევაშიც პირდაპირი წესით შეიწყალოს პატიმარი, თუმცა ამას უნდა ჰქონდეს შესაბამისი საფუძველი. ინაუგურაციის შემდეგ, რაც საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თავისი უფლებამოსილების შესრულებას შეუდგა, შეწყალების სამ აქტს მოაწერა ხელი, პირდაპირი წესით. რაც შეეხება კომისიას, არა ერთხელ განვაცხადეთ, რომ კონცეფციის შემუშავების შემდეგ დაკომპლექტდება,“ – განაცხადა ხატია მოისწრაფიშვილმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები