LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა: სალომე ზურაბიშვილი

846
ზურაბიშვილი - მაისაშვილი

„საქართველოს რაგბის ნაკრების მწვრთნელის – ლევან მაისაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა“, – ამის შესახებ განცხადებას საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

როგორც ზურაბიშვილი წერს, მაისაშვილს ბოლო ორი დღეა დამატებით გართულებები არ ჰქონია, თუმცა ექიმები პროგნოზს ვერ აკეთებენ.

„ერთ-ერთ საუკეთესო კერძო კლინიკაშია იოჰანესბურგში – Milpark hospitals. ადგილზე არის მაღალტექნოლოგიური მკურნალობის სრული შესაძლებლობა, ამიტომ ოჯახმა სადმე გადაყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო.

ჩართულია ჩვენი ელჩი ბექა დვალი. ძალიან ეხმარება იქ ადგილზე ქართველი ექიმია, ვახტანგ რეხვიაშვილი, ძალიან წარმატებული და ავტორიტეტული ექიმია და მისი კონტაქტებითაც მაქსიმალური ყურადღება აქვს. მოკლედ, რაც შესაძლებელია ყველაფერს უკეთებენ.

ვუსურვოთ გამოჯანმრთელება“, – წერს სალომე ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, რომ ლევან მაისაშვილი კორონავირუსით ივლისში, სამხრეთ აფრიკაში დაინფიცირდა.