საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 14 მსჯავრდებული შეიწყალა.
საახალწლოდ შეწყალებულთაგან ცხრა მსჯავრდებული პენიტენცურ დაწესებულებას დღესვე დატოვებს, ერთ მსჯავრდებულს შეუმცირდა პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად დარჩენილი სასჯელი.
კიდევ ოთხი მსჯავრდებული შეწყალებულია სხვადასხვა სახის სასჯელისაგან, როგორიცაა პირობითი სასჯელის შემდგომი მოხდა, პირობითი სასჯელის ვადის შემცირება, შინაპატიმრობის სასჯელისგან გათავისუფლება, სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლების შეზღუდვისგან გათავისუფლება.
შეწყალების აქტი საქართველოს პრეზიდენტმა 2021 წლის 31 დეკემბერს გამოსცა.