LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტმა საგარეო საქმეთა მინისტრთან საგარეო მიმართულებების პრიორიტეტები განიხილა

64
სალომე ზურაბიშვილი

ქვეყნის საგარეო პოლიტიკის მიმართულებების პრიორიტეტები საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ახლად დანიშნულ საგარეო საქმეთა მინისტრ ილია დარჩიაშვილთან შეხვედრისას განიხილა. ინფორმაციას საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ამავე ინფორმაციის თანახმად, შეხვედრის ერთ-ერთი მთავარი თემა იყო საქართველოს ევროინტეგრაციის დაჩქარებული პროცესი და ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მოსაპოვებლად გადმოცემული კითხვარი. საკითხი შეეხო ასევე, აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით სახელმწიფო ინსტიტუტებს შორის კოორდინაციას.

“საგარეო საქმეთა მინისტრმა საქართველოს პრეზიდენტს ინფორმაცია მიაწოდა მის ბოლოდროინდელ ვიზიტებთან დაკავშირებით.

შეხვედრისას ისაუბრეს მაისში, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით მშვიდობისა და უსაფრთხოების საკითხებზე დაგეგმილ ქალ ლიდერთა საერთაშორისო კონფერენციაზე, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ქალი ლიდერები პოლიტიკის, ეკონომიკისა და კულტურის სფეროებიდან”, – აღნიშნულია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.