LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა

71
Untitled (2)

საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკოს კავკასიური ენების საერთაშორისო დღის დაწესების ინიციატივით მიმართა

„მსურს თქვენ და ამ ორგანიზაციას, მოგმართოთ ინიციატივით, რომელიც მიზნად ისახავს საერთაშორისო საზოგადოების ყურადღების მოპყრობასა და მის ჩართულობას, რათა დაწესდეს კავკასიური ენების საერთაშორისო დღე. ჩვენ ეს ენები უნდა გადავარჩინოთ, ისევე როგორც უნდა ავკრძალოთ სიძულვილის ენა,” – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

საქართველოს პრეზიდენტმა საფრანგეთის რესპუბლიკაში, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მონაწილეობა მიიღო იუნესკოს 75 წლისთავისადმი მიძღვნილ ფორუმში, რომელზეც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პირველი პირები შეიკრიბნენ და მსოფლიოს თანამედროვე გამოწვევებთან გამკლავების მიმართულებით, ორგანიზაციის მნიშვნელობასა და როლზე ისაუბრეს.