საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გაფართოებისა და სამეზობლო საკითხებში ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის შეხვდა. შეხვედრის შესახებ ინფორმაციას და ფოტომასალას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, ვარჰეიმ კიდევ ერთხელ გამოხატა მზაობა ევროკავშირი დაეხმაროს საქართველოს ყველაფერში, რაც მის ევროკავშირში ინტეგრაციას შეუწყობს ხელს.
“შეხვედრისას ისაუბრეს ასევე, უკრაინის ომსა და რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოზე, შავი ზღვის უსაფრთხოებაზე, მის უმნიშვნელოვანეს როლზე ევროპისა და აზიის დაკავშირების მიმართულებით. საუბარი ასევე შეეხო, იმ უდიდეს პოტენციალს, რაც რეგიონს და საქართველოს გააჩნია ევროპასთან დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურული, ენერგეტიკული და სატრანსპორტო კორიდორების განვითარების კუთხით”, – აღნიშნულია უწყების გავრცელებულ განცხადებაში.
ამავე თემაზე:
„არსებობს ვიზიტის 2 ძირითადი მიზეზი“ – საქართველოს ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი სტუმრობს
ჩვენ არ ვარჩევთ რომელია „კარგი“ ოლიგარქი და რომელი „ცუდი“ – ოლივერ ვარჰეი