საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს ოფიციალური ვიზიტით ვატიკანს ეწვევა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის აუდიენცია რომის პაპთან, მის უწმინდესობა პაპ ფრანცისკესთან.
ასევე, ვიზიტის ფარგლებში გაიმართება სხვადასხვა მაღალი რანგის შეხვედრები.