LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საქართველოს პრეზიდენტი ბელგიაში ქართულ დიასპორას შეხვდა

51059167_3841657479185067_403341877710946304_o

სალომე ზურაბიშვილი, ბრიუსელში ქართული დიასპორის წარმომადგენლებს შეხვდა. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, დიასპორასთან შეხვედრაზე დაისვა ყველა ის პრობლემური საკითხი, რომელიც ბელგიაში მცხოვრებ დიასპორის წარმომადგენლებს აინტერესებდათ, მათ შორის იყო ორმაგი მოქალაქეობის თემაც.

ბელგიის სამეფოსა და ლუქსემბურგის დიდ საჰერცოგოში საქართველოს ელჩისა და ევროკავშირთან საქართველოს მისიის ხელმძღვანელის ნატალი საბანაძის განცხადებით, რამდენიმე საინტერესო იდეა გაჟღერდა პრეზიდენტის მხრიდან, მათ შორის საქართველოს პარლამენტში დიასპორის წარმოამადგენლის ინსტიტუტის შესახებ, რომლის მაგალითებიც არსებობს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის პარლამენტებში.

შეხვედრისას საუბარი შეეხო ასევე, დიასპორის ორგანიზაციების ჩართულობას ქვეყანაში მიმდინარე პროცესებში.

დიასპორის წარმომადგენლებმა იმედი გამოთქვეს, რომ თანამშრომლობა დიასპორასა და პრეზიდენტის ადმინისტრაციას შორის კიდევ უფრო გაღრმავდება და ნაყოფიერი გახდება.

სალომე ზურაბიშვილი, სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, ბელგიის უმაღლესი სასწავლებლების ქართველ სტუდენტებსაც შეხვდა.

22-23 იანვარს, საქართველოს პრეზიდენტი მაღალი რანგის შეხვედრებს გამართავს ევროპული და ევროატლანტიკური ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან.

სალომე ზურაბიშვილი ბრიუსელში პირველი სამუშაო ვიზიტით იმყოფება.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები