საქართველოს პრეზიდენტი უკრაინელ ერს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
საგარეო უწყება: საქართველო უკრაინელ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას უსურვებს
სალომე ზურაბიშვილი ვიდეომიმართვაში აღნიშნავს, რომ საქართველო უკრაინის გვერდით დგას:
„ძვირფასო პრეზიდენტო, ძვირფასო უკრაინელო მეგობრებო, საქართველო თქვენ გვერდით დგას დღეს, დამოუკიდებლობის დღეს.
საქართველოს სურს, თქვენთან ერთად იზეიმოს თქვენი დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც ასე მამაცურად იბრძვით წელიწად-ნახევრის განმავლობაში.
ჩვენ თქვენთან ერთად ვიქნებით თქვენი გამარჯვების დღეს. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.
?? დღეს თქვენთან ერთად აღნიშნავს ?? დამოუკიდებლობის დღეს!
გილოცავთ!#standwithukriane #ukraineindependenceday
Posted by სალომე ზურაბიშვილი / Salome Zourabichvili on ხუთშაბათი, 24 აგვისტო, 2023
შეგახსენებთ, უკრაინა დღეს დამოუკიდებლობის 32-ე წლისთავს აღნიშნავს.