LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა: რიმა ბერაძე

147
Capture

„ქართული ოცნების“ წევრი რიმა ბერაძე ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის პასუხს აფასებს და ამბობს, რომ პრეზიდენტმა ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა. ამის შესახებ მან “ფორტუნას” გადაცემაში “დღის თემა” ისაუბრა.

სალომე ზურაბიშვილის ვრცელი განმარტებები წარმოშობს ეჭვებს, რომ მიხეილ სააკაშვილი იქნება შეწყალებული: გია ვოლსკი

„როდესაც ქალბატონი პრეზიდენტი გამოვიდა და თქვა, რომ ის შეხვდებოდა იმ ადამიანებს, ვინც გუშინ იყო მისული, მეგონა გამოვიდოდა და იტყოდა რაღაც დამამშვიდებელს. მისმა გუშინდელმა გამოსვლამ ბევრი კითხვის ნიშანი დატოვა“, – განაცხადა რიმა ბერაძემ.

პრეზიდენტი სააკაშვილის შეწყალებაზე: „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, ჟურნალისტის კითხვას – შეიწყალებს თუ არა, ყოფილ პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს უპასუხა, რომ „მთავარ შეკითხვას პასუხი გაეცემა, როცა გაეცემა“.

„არ მინდა დავხატო სურათი, რომელიც ველურებს უფრო შეესაბამება, ვიდრე ცივილიზებულ ქვეყანას“ – ნუგზარ წიკლაური პრეზიდენტის ადმინისტრაციასთან მიმდინარე აქციაზე