ამ წუთებში საპრეზიდენტო რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის დახვედრის ოფიციალური ცერემონია მიმდინარეობს. მას საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი მასპინძლობს. ოფიციალური ცერემონიის შემდეგ ისინი გაფართოებულ ფორმატში შეხვდებიან.
მოგვიანებით კი, ჟურნალისტების შეკითხვებსაც უპასუხებენ.
როგორც ცნობილია, ამის შემდეგ შტაინმაიერი პარლამენტში მივა და ის არჩილ თალაკვაძის გარდა, პრემიერ გიორგი გახარიასაც შეხვდება.
ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს მეუღლესთან, ელკე ბიუდენბენდერთან ერთად ესტუმრა.
გერმანიის პრეზიდენტი საქართველოში - ვის შეხვდება და რას დაათვალიერებენ შტაინმაიერს
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შტაინმაიერს საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი ილია მეორე მიიღებს.
გერმანიის პრეზიდენტი საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს.
დაგეგმილია მისი შეხვედრა ქართველ ბიზნესმენებთანაც. ის კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.