LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილის მხოლოდ საფრანგეთის ელჩს ესმის

163
salome

საქართველოს პრეზიდენტი, თავისი ქართული ლექსიკით და გრამატიკით ხშირად გახდა კრიტიკის ობიექტი. ხშირად სალომე ზურაბიშვილის გამონათქვამების გამო “თარგმანი” უწევს ხან პრეზიდენტის ადმინისტრაციას და ხანაც მმართველ გუნდს. მთავარი გზავნილი, რაც შეიძლება პრეზიდენტს საკუთარი ხალხის მიმართ ქონდეს, საზოგადოებისთვის “დაახლოებით” ცნობილია, თუმცა მისი სიტყვით გამოსვლის შემდეგ ძალიან დიდხანს მიდის მსჯელობა იმის შესახებ, რომ  ქვეყნის პირველმა პირმა სინამდვილეში რა იგულისხმა.

პრეზიდენტი: არც ჯარი გვაქვს, არც იარაღი და არც გვექნება

ერთადერთი თუ არა, ერთ-ერთი აღმოჩნდა საქართველოში საფრანგეთის ელჩი, რომელიც ამბობს, რომ მას ესმის ის, რასაც ლაპარაკობს და სალომე ზურაბიშვილის გზავნილები და განცხადებები მისთვის მისაღებია. დიეგო კოლასმა აჭარის მაუწყებლის ჟურნალისტთან ინტერვიუს დროს განაცხადა, რომ საქართველოს პრეზიდენტი დიდ დახმარებას უწევს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან დაახლოებაში.

” სალომე ზურაბიშვილი საქართველოს მოქალაქეა და საქართველოს პრეზიდენტი. ის გარკვეულ განცხადებებს აკეთებს, მე მესმის, რასაც ამბობს. მე მას ვნახულობ, მაქვს მასთან დიალოგი, ის დიდ დახმარებას უწევს საქართველოს საერთაშორისო პარტნიორებთან დაახლოებაში, რადგან ძალიან ძლიერი დიპლომატიური გამოცდილება აქვს. მიმაჩნია, რომ ზოგჯერ განსაკუთრებული რეაქციებია მის გამონათქვამებთან დაკავშირებით, მაგალითად, როდესაც ის აქებს ქართულ მეცნიერებას, ვეთანხმები მას. ეს ყოველივე ეხმარება საქართველოს, საფრანგეთს და მის საერთაშორისო პარტნიორებს”, – განაცხადა საფრანგეთის ელჩმა.

ვისი პრეზიდენტია სალომე ზურაბიშვილი

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები