სალომე ზურაბიშვილი მის პოლიტიკურ ნაბიჯებთან დაკავშირებით კონკრეტულ განცხადებას ორშაბათს გააკეთებს, – ამის შესახებ თავად სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა.
აპირებს თუ არა ის საპრეზიდენტო არჩევნებში კენჭისყრას და დაუჭერს თუ არა მას მხარს მმართველი პარტია, ზურაბიშვილი ამასთან დაკავშირებით აცხადებს, რომ ამაზეც ორშაბათს ისაუბრებს. „ყველაფერზე ვისაუბრებ ორშაბათს, ორშაბათიდან თქვენი ვარ“, – აღნიშნა ზურაბიშვილმა.
სალომე ზურაბიშვილი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, თუ სად და რომელ საათზე გააკეთებს ის სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით განცხადებას.