LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

სალომე ზურაბიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს დაარსების დღეს ულოცავს

54
პრეზიდენტ

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორატს უნივერსიტეტის დაარსების დღეს ულოცავს.

ზურაბიშვილის თქმით, მეცნიერების, ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციების განვითარება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში კვლავ საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზროვნების ფუნდამენტია.

„გილოცავთ დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს. ჩვენი საზოგადოებისათვის ეს დღე სამუდამოდ დაუკავშირდა პირველი ქართული უნივერსიტეტის დაარსებას. უნივერსიტეტის დაარსების იდეის ირგვლივ გაერთიანდა მაშინდელი ქართული საზოგადოება მიუხედავად მრავალფეროვანი პოლიტიკური და პარტიული შემადგენლობისა. მეცნიერების, ქართული სამეცნიერო და საგანმანათლებლო ინსტიტუციების განვითარება და უმაღლესი განათლების ხელმისაწვდომობა საქართველოში კვლავ ჩვენი საზოგადოებრივი და პოლიტიკური აზროვნების ფუნდამენტია, რომლის ირგვლივ, მჯერა, რომ ჩვენი საზოგადოება დღესაც ერთიანია.

მჯერა, რომ სწორედ განათლების, მეცნიერებისა და კულტურის საკითხები იქნება ჩვენი პოლარიზებული საზოგადოების მთავარი გამაერთიანებელი ეროვნული თანხმობის პროცესში. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებსა და რექტორატს ქართული საზოგადოების სახელით ვულოცავ უნივერსიტეტის დაარსების დღეს“, –  ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები