საქართველოს არჩეული პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი პრეზიდენტის რანგში პირველი ვიზიტით ბრიუსელში გაემგზავრება.
როგორც ცნობილია, ამ ვიზიტის შესახებ საუბარი იყო კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან ჯეიმს აპატურაიასთან დღევანდელ შეხვედრაზე.
როგორც სალომე ზურაბიშვილმა აღნიშნა, შეხვედრებს ნატოსა და ევროკავშირში გამართავს.