საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი დღეს პირველი სამუშაო ვიზიტით ბელგიის დედაქალაქს ეწვია. პრეზიდენტი შეხვედრებს ევროკავშირსა და ნატო-ში გამართავს.
ნატო-ში საქართველოს წარმომადგენელი ალექსანდრე მაისურაძე აცხადებს, პრეზიდენტი პირველი ვიზიტის ფარგლებში ყველა იმ მნიშვნელოვან საკითხს მიმოიხილავს, რაც ნატო-საქართველოს დღის წესრიგს უკავშირდება.
მისივე ინფორმაციით, მიმდინარე წელი საკმაოდ დატვირთულია. გაიმართება ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რომელიც მარტში იგეგმება.