სალომე ზურაბიშვილმა საქართველოს მოსახლეობას გიორგობა მაღალმთიანი აჭარიდან მიულოცა. პრეზიდენტი გიორგობის სადღესასწაულო წირვას ქედაში, ზვარეს წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიაში დაესწრო.
„მინდა, სრულიად საქართველოს სოფელ ზვარედან მივულოცო გიორგობა. შეგეწიოთ მისი მადლი“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.
https://www.facebook.com/zourabichvilisalome/videos/2529558043955380/
დღეს გიორგობაა
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია 23 ნოემბერს წმინდა გიორგის ბორბალზე წამების დღეს აღნიშნავს. დილიდან ყველა მოქმედ ეკლესია-მონასტერში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა სრულდება.
მეუფე გრიგოლი: კიდევ ბევრი განსაცდელი გველოდება, მოდით, ნუ გავურთულებთ ერთმანეთს ცხოვრებას
"მძიმე გზას გადის ჩვენი ქვეყანა და ხალხი დღევანდელ დღეს"