LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

თამთა თოდაძის საქმეს სალომე ზურაბიშვილი ტვიტერის გვერდზე ეხმაურება

917
b7b8ea56a6a69de8c06c00d027d88f90

სალომე ზურაბიშვილი „ქართული ოცნების“ დეპუტატის ილია ჯიშკარიანის მიერ თანაშემწის სავარაუდო სექსუალური შევიწროების ფაქტს Twitter-ზე ეხმაურება.

“#MeToo საქართველოშიც. თბილისის საკრებულოს წევრის მიმართ საკუთარი თანაშემწის სავარაუდოდ სექსუალური შევიწროების ბრალდებით გამოძიება მიმდინარეობს. არ ვიქნებით ტოლერანტულები”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

 

 

“ქართული ოცნების“ დეპუტატსა და საკრებულოს წევრ ილია ჯიშკარიანს სექსუალურ და ფიზიკურ ძალადობაში ყოფილი თანაშემწე ადანაშაულებს. ჯიშკარიანის წინააღმდეგ საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სამი მუხლითაა აღძრული, თუმცა იგი ამ დრომდე არ დაკითხულა.

სამხარაულის ექსპერტიზამ თამთა თოდაძის სხეულზე დაზიანებები დაადასტურა, თუმცა, ამის მიუხედავად, თოდაძე დაზარალებულად დღემდე არ უღიარებიათ.

ქალი, რომელიც ამბობს, რომ “ოცნების” დეპუტატმა მასზე იძალადა, დაზარალებულად ჯერ არაა ცნობილი

 

 

კამპანია Me Too („მეც“) თავდაპირველად ინტერნეტ სივრცეში 2017 წლის ოქტომბერში გავრცელდა, კინოინდუსტრიასა და შოუბიზნესში გახმაურებული სექსუალური ძალადობის ბრალდებების გამო. აღნიშნული ინგლისური სიტყვა ძალადობის წინააღმდეგ ქალების ერთიანობის და სოლიდარობის სიმბოლოდ იქცა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები