საქართველოს პრეზიდენტის მიერ დაანონსებულ ევროპული კურსის აქციაზე მოქალაქეები იკრიბებიან. აქციაზე უკვე მივიდნენ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და სხვადასხვა პარტიის პოლიტიკოსები.
ევროინტეგრაციის მხარდამჭერ შეკრებაზე რიგდება ევროკავშირის, საქართველოს, უკრაინის და მოლდოვას დროშები, ასევე ბუშტები საქართველოსა და ევროკავშირის დროშების გამოსახულებით.