პრეზიდენტი დღეს აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩებს შეხვდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა კარლ ჰარცელთან და კელი დეგნანთან შეხვედრაზე საერთაშორისო პოლიტიკის მნიშვნელოვანი მოვლენები განიხილა.
შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს 19 აპრილს მიღწეული შეთანხმების იმპლიმენტაციასა და ქვეყანაში მიმდინარე პროცესებზე.
შეხვედრა ორბელიანების სასახლეში გაიმართა.