LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

საკუთარ ქვეყანაზე ომის გადამბრალებლებს, პ-რეზიდენტ ზურაბიშვილს, ბურჯანაძეს, ბოდიში მაინც მოეხადათ – ჩარკვიანი სტრასბურგის გადაწყვეტილებაზე

155
1

“კანონი და სამართლის” ლიდერი თაკო ჩარკვიანი 2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, სტრასბურგის სასამართლოს მიერ მიღებულ კიდევ ერთ გადაწყვეტილებას ეხმიანება.

თაკო ჩარკვიანის მიმართვის ადრესატებს შორის არიან პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი და ოპოზიციონერი პოლიტიკოსი ნინო ბურჯანაძე:

“პ-რეზიდენტ ზურაბიშვილს და “პოლიტიკურ მოროზოვებს” საკუთარ ქვეყანაზე ომის გადამბრალებლებს ხელისუფლებაში, ბურჯანაძეს ოპოზიციაში, ბოდიში მაინც მოეხადათ, ამ დასკვნის შემდეგ კარგი იქნებოდა”, – წერს ჩარკვიანი “ფეისბუქში”.

2008 წლის აგვისტოს ომის საქმეზე, საქართველომ სტრასბურგის სასამართლოში მორიგი გამარჯვება მოიპოვა - იუსტიციის მინისტრი

საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე პირის საჩივარს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოსდა ქართულმა მხარემ მათი უფლებები დაარღვია.

შეგახსენებთ, იუსტიციის სამინისტროს ინფორმაციით, დღეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეებზე – “ბეკოევა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ” და “შავლოხოვა და სხვები საქართველოს წინააღმდეგ”, განჩინებები გამოაქვეყნა და საჩივრები დაუშვებლად გამოაცხადა.

უწყების ცნობით, საქმეები აერთიანებს 2008 წლის აგვისტოს ომთან დაკავშირებით, ცხინვალის რეგიონში მცხოვრები რამდენიმე პირის საჩივარს, რომლებიც ამტკიცებდნენ, რომ თითქოსდა ქართულმა მხარემ მათი უფლებები დაარღვია.

ევროპულმა სასამართლომ საჩივრები დაუშვებლად ცნო.