LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

რატომ არ მიიწვიეს პრეზიდენტი ელჩების კონფერენციაზე – საგარეო საქმეთა მინისტრის განმარტება

180
Untitled design (1)

„წელს ელჩების კონფერენციაზე პრეზიდენტი მოწვეული არ იყო. კონფერენცია აწყობილი იყო ლოგიკით: ხელისუფლების ორი შტო – მთავრობა და პარლამენტი, რომელიც ფიზიკურად და პრაქტიკულად მუშაობდა შედეგის მისაღწევად და შესაბამისად, ორივე ხელისუფლების ხელმძღვანელი პირი ბრძანდებოდა და მიმართეს ელჩებს“, – ამის შესახებ საგარეო საქმეთა მინისტრმა ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.

ილია დარჩიაშვილის თქმითვე, აღნიშნულ კონფერენციაზე პრეზიდენტი შარშან მიწვეული იყო, თუმცა მან მონაწილეობა არ მიიღო:

„წლევანდელი კონფერენცია მიძღვნილია იმ კონკრეტულ ქმედებებზე, რომელიც ჩვენ განვახორციელეთ, საქართველოს მთავრობამ, აღმასრულებელმა ხელისუფლებამ და საქართველოს პარლამენტმა, რადგან ეს ორი შტო იყო პრაქტიკულად პასუხისმგებელი ამ მნიშვნელოვან მიმართულებებზე. შესაბამისად, ელჩების წლევანდელი კონფერენცია ამ მოტივით იყო აწყობილი და ჩვენ გავაგრძელებთ მუშაობას სამუშაო რეჟიმში.

რაც შეეხება საქართველოს პრეზიდენტის მოწვევას – შარშან საქართველოს პრეზიდენტი იყო მოწვეული, სამწუხაროდ, მან არ მიიღო მონაწილეობა, თუმცა წლევანდელ კონფერენციას როგორც გითხარით ფორმატი ჰქონდა შემდეგი და იმის გათვალისწინებით, რომ მთელი წლის განმავლობაში საქართველოს აღმასრულებელი ხელისუფლება და საპარლამენტო განზომილება, რომელიც მთავარი ხელისუფლების შტოა, რომელიც მუშაობდა ამ შედეგის მისაღწევად და სწორედ, ამ ლოგიკით იყო ეს ფორმატი აწყობილი“, – თქვა ილია დარჩიაშვილმა.

ცნობისათვის, დღეს საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენლობების ხელმძღვანელთა ყოველწლიური შეხვედრა „ელჩების კონფერენცია 2023: საქართველო – ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა“ გაიხსნა.

ელჩების კონფერენციას არ ესწრება პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. როგორც პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადეს, სალომე ზურაბიშვილს კონფერენციაზე მიწვევა არ მიუღია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები