LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„რას ნიშნავს, ახლა ნახოს „ოცნებამ“, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდაო? იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება?“ – მაჭარაშვილი პრეზიდენტის განცხადებაზე

155
ing (1)

იმპიჩმენტთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომლის თანახმად, ის არსად არ მიდის და არ გადადგება, „ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი, გურამ მაჭარაშვილი ეხმიანება.

გურამ მაჭარაშვილის თქმით, „პრეზიდენტი რეალობას ნელ-ნელა შეეგუება“.

„არსად არ მივდივარ, სადაც მთელი ცხოვრება ვიყავი, იქ უნდა ვიყოო – მე მგონი, ჰგონია, რომ მთელი ცხოვრება პრეზიდენტი იყო და ასე ყოფნა უნდა სულ.

რეალობას ნელ-ნელა შეეგუება. აშკარად ეტყობოდა ტონალობაში, რომ ისეთ „გონორზე“ ვეღარ იყო, როგორც ერთი თვის წინ.

ეკა სეფაშვილი: სალომე ზურაბიშვილს ღირსება რომ ჰქონოდა, მაშინ გადადგებოდა, როცა აღიარა რომ კონსტიტუცია დაარღვია 

რას ნიშნავს, ახლა ნახოს „ოცნებამ“, რომელი სალომე ზურაბიშვილი სჯობდაო? იარაღს აიღებს ხელში და პარლამენტში შემოვარდება? თუ იმ უფლებამოსილებებს არ იყენებდა, რაც აქამდეც ჰქონდა ან ახლა, როგორც უნდა, ისე გამოიყენებს?“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.

„იცინის ის, ვინც ბოლოს იცინის. დღეს გაიცინა საქართველოს კონსტიტუციამ და დაღვრემილია საქართველოს პრეზიდენტი“ – გურამ მაჭარაშვილი

ცნობისათვის, საკონსტიტუციო სასამართლომ პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის მიერ კონსტიტუციის დარღვევა დაადგინა.

პრეზიდენტის საიმპიჩმენტო წარდგინებაზე დასკვნა საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ 16 ოქტომბერს გამოაცხადა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, პროცესები პარლამენტში უნდა გაგრძელდეს. იმპიჩმენტის თაობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას საკანონმდებლო ორგანო იღებს. პრეზიდენტის გადასაყენებლად 100 დეპუტატის ხმა არის საჭირო, რაც იმას ნიშნავს, რომ „ქართული ოცნების“ წევრებთან ერთად ოპოზიციის მხარდაჭერაც იქნება საჭირო.

ვინ არიან მოსამართლეები, რომლებმაც პრეზიდენტის მიერ კონსტიტუციის დარღვევის შესახებ დასკვნაზე განსხვავებული მოსაზრება დააფიქსირეს 

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დასკვნის გამოცხადების შემდეგ, პრეზიდენტმა სპეციალური მიმართვის დროს განაცხადა: „არსად არ მივდივარ. არ გადავდგები, არ გადმოვდგები. ვიქნები იქ, სადაც ვიყავი, სადაც ვარ მთელი ცხოვრება“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები