რეჟისორი ქეთი დოლიძე საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დააჯილდოვა თამარ მეფის ორდენით.
განკარგულების მიხედვით, ქეთი დოლიძეს ორდენი გადაეცა ქართული თეატრალური და კინოხელოვნების განვითარებასა და პოპულარიზაციაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის, გამორჩეული საზოგადოებრივი მოღვაწეობისთვის.