LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ქართული ოცნების აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე იქნება

169
10-ocneba

პარტია „ქართული ოცნება- დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტიკურმა საბჭომ პარტიის სამდივნოს შემადგენლობა დაამტკიცა.

“ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი მამუკა მდინარაძე იქნება. ამის შესახებ პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე თავად მდინარაძემ განაცხადა.

მან ბრიფინგზე პარტიის სამდივნოს შემადგენლობა გაასაჯაროვა.

  • გენერალური მდივანი – კახა კალაძე;
  • პოლიტიკური მდივანი – კვლავ ირაკლი ღარიბაშვილი იქნება;
  • საერთაშორისო მდივანი – კახა კუჭავა;
  • რეგიონალური მდივანი – დიმიტრი სამხარაძე;
  • აღმასრულებელი მდივანი – მამუკა მდინარაძე.

“ქართულ ოცნებაში” პოლიტსაბჭოს სხდომაზე რომელიც ცენტრალურ ოფისში გაიმართა მმართველი ორგანო მიმდინარე მოვლენებზე, დახურულ კარს მიღმა, ორი საათიის განმავლობაში მსჯელობდა.