Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the dynamic-content-for-elementor domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114

Notice: Function _load_textdomain_just_in_time was called incorrectly. Translation loading for the better-wp-security domain was triggered too early. This is usually an indicator for some code in the plugin or theme running too early. Translations should be loaded at the init action or later. Please see Debugging in WordPress for more information. (This message was added in version 6.7.0.) in /var/www/fortunadev/dev-www.fortuna.ge/public/wp-includes/functions.php on line 6114
მდინარაძე: „მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება.. არა მონობას, ამავე დროს“ – რადიო ფორტუნა / Fortuna.ge
LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

მდინარაძე: „მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, არა, რუსულ კანონს! რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება.. არა მონობას, ამავე დროს“

137
მამუკა მდინარაძე

„ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც, მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ საქართველოს ინტერესებიდან გამოვდივართ“, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, სადაც დღეს „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს პირველი მოსმენით განიხილავენ.

ზარქუა: „გაოცებული ვარ, ბატონ „ჭიჭეს“ ვეთანხმები.. „ჭიჭე“, კარგი ხარ!“

როგორც მამუკა მდინარაძემ სიტყვით გამოსვლის დროს თქვა, „რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება“.

მთელი ამ დღეების განმავლობაში, კანონპროექტთან დაკავშირებით უამრავი დეზინფორმაცია ვრცელდებოდა. ერთი წელია, შემსწრეები ვართ იმ დიდი აფიორის, თითქოს, ეს კანონია რუსული. მთელი პასუხისმგებლობით დაგიდასტურებთ, აქვე, რაც უნდა სენსაციურად მოეჩვენოს ვიღაცას, არა, რუსულ კანონს! მე გიერთდებით ამაში, რუსული კანონი საქართველოში არ მიიღება! არა მონობას, ამავე დროს! და ჩვენ მივიღებთ დამოუკიდებელ გადაწყვეტილებას, რომელიც მოცემულ შემთხვევაში, შეიძლება არავის აწყობდეს საქართველოს გარდა, მაგრამ ჩვენ გამოვდივართ საქართველოს ინტერესებიდან“, – თქვა მამუკა მდინარაძემ.

„დებატი ჩატარდა ბერლინში პრემიერთა შორის! სათქმელიც ითქვა: კანონი არაა ევროპული“ – პრეზიდენტი

ცნობისათვის, კანონპროექტის განხილვის პარალელურად, პარლამენტის უკანა შესასვლელთან, აქცია მიმდინარეობს. ადგილზე შეკრებილები „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს აპროტესტებს, მათ ევროკავშირის დროშა გაშალეს. აქციაზე იმყოფებიან სამოქალაქო ორგანიზაციების, მედიისა და სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, რომლებიც აცხადებენ, რომ აღნიშნული კანონპროექტის მიღება ეწინააღმდეგება საქართველოს არჩევანს, რაც ევროკავშირში წევრობას გულისხმობს.