LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს“ – სალომე ზურაბიშვილი

184
სალომე ზურ

საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი “ტვიტერზე“ წერს და ეხმაურება ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენის განცხადებას ევროკავშირის გაფართოების შესახებ.

პრეზიდენტი მადლობას უხდის ფონ დერ ლაიენს მისი განცხადებისთვის და აღნიშნავს, რომ ევროკომისიის პრეზიდენტის სიტყვები ხვალინდელი ევროპისთვის “მკაფიო ხედვასა და გზას” განსაზღვრავს.

სალომე ზურაბიშვილის თქმით, ქართველი ერი, რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის მომავალსაც გაიზიარებს.

“პრეზიდენტო ფონ დერ ლაიენ, მადლობა სიტყვისთვის, რომელიც ხვალინდელი ევროპისთვის მკაფიო ხედვასა და გზას განსაზღვრავს.

საქართველო მონდომებულია, გადალახოს გამოწვევები და წლის ბოლომდე უკრაინასა და მოლდოვას , როგორც ევროკავშირის კანდიდატი ქვეყანა, შეუერთდეს და ევროპული ოჯახის განუყოფელი ნაწილი გახდეს.

მე, როგორც იმ ქვეყნის პრეზიდენტი, რომელიც ამ პერსპექტივის რეალობად ქცევისადმი თავდადებულია, ძალისხმევას არ დავიშურებ.

ქართველი ერი , რომელიც ევროკავშირის ღირებულებებს იზიარებს, მის (ევროკავშირის) მომავალსაც გაიზიარებს!”, – წერს პრეზიდენტი ზურაბიშვილი “ტვიტერზე”.

ცნობისთვის, ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის და, პერსპექტივაში, საქართველოს ადგილი ევროკავშირშია – ევროკავშირი „2030+“ წლისთვის 30-ზე მეტი სახელმწიფოს გაწევრიანებისთვის უნდა მოემზადოს.

ევროკომისიის პრეზიდენტი: უკრაინის, დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნების, მოლდოვის მომავალი ევროკავშირშია, საქართველოსთვის პერსპექტივა მნიშვნელოვანია

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები