LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ტოივო კლაართან ვაქცინის მოწოდებისა და კოვიდსოლიდარობის საკითხზე ევროკავშირის მხარდაჭერის მნიშვნელობაზე ისაუბრა

81
BeFunky-collage

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების თანათავმჯდომარეს, სამხრეთ კავკასიასა და საქართველოში კრიზისის საკითხებში ევროკავშირის სპეციალურ წარმომადგენელს, ტოივო კლაარს შეხვედა.

საუბარი შეეხო ბრიუსელში საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტს, რომელსაც ტოივო კლაარმა მაღალი შეფასება მისცა და მას მნიშვნელოვანი და წარმატებული უწოდა. შეხვედრაზე ხაზი გაესვა 2008 წლის ომის საქმეზე სტრასბურგის ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებისა და ევროკავშირის მხრიდან ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებული გამოხმაურების მნიშვნელობას.

ევროსაბჭომ რუსეთს შეახსენა, რომ საქართველოს 10 ათასი ევროს კომპენსაცია უნდა გადაუხადოს

პრეზიდენტმა ტოივო კლაართან შეხვედრისას განიხილა ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების მიმართულებით შექმნილი მძიმე ვითარება და ასევე, პანდემიასთან დაკავშირებით შექმნილი მდგომარეობა.

საქართველოს პრეზიდენტმა ტოივო კლაართან საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მანდატის გახანგრძლივება დადებითად შეაფასა და მის მნიშვნელობას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტმა ევროკავშირის მხრიდან კოვიდსოლიდარობის საკითხებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ ევროკავშირის მხარდაჭერა ვაქცინის დროულად მოწოდების საკითხში ძალიან მნიშვნელოვანია.

მხარეებმა ისაუბრეს კავკასიის რეგიონში არსებულ ვითარებასთან დაკავშირებით და პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გაამახვილა ყურადღება რეგიონულ საკითხებში ევროკავშირის აქტიური ჩართულობის მნიშვნელობაზე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები