LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა სასახლეში უკრაინელ ბავშვებს უმასპინძლა

156
BeFunky-collage

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დღეს ორბელიანების სასახლეში მიკოლაივის ოლქის, სოფელ ნოვოპეტროვკას ბავშვთა სახლის აღსაზრდელებს უმასპინძლა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრეზიდენტმა ბავშვებს დამდეგი ახალი წელი მიულოცა, წარმატებები უსურვა და ვაუჩერებითა და ტკბილეულით დაასაჩუქრა.

„ბავშვებმა ორბელიანების სასახლე დაათვალიერეს და ჩიჩილაკის დამზადების მეთოდით დაინტერესდნენ, რომლითაც ტრადიციულად ირთვება ორბელიანების სასახლე. ასევე, საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, თბილისში მცხოვრებ 700-მდე უკრაინელ ბავშვს, რომლებიც 41-ე და 220-ე საჯარო სკოლის მოსწავლეები არიან, საახალწლო სასაჩუქრე ვაუჩერები დაურიგდათ.

საჩუქრები სკოლის მოსწავლეებს საქართველოს პრეზიდენტის მრჩევლებმა ქეთევან თათოშვილმა და კონსტანტინე ნაცვლიშვილმა გადასცეს“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები