LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა დესტრუქციული პროცესების განვითარების მცდელობები, არაობიექტურად შეაფასა: გია ვოლსკი ზურაბიშვილის განცხადებაზე

49
გია ვოლსკი

„ქართული ოცნების“ წევრისა და პარლამენტის ვიცე-სპიკერის, გია ვოლსკის შეფასებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას, რომელიც ევროსაბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის 19 აპრილის დოკუმენტის ანულირებას ეხებოდა, დაბალანსება აკლდა.  ვოლსკის თქმით, პრეზიდენტმა „დესტრუქციული პროცესების განვითარების მცდელობები“, არაობიექტურად შეაფასა.

„მმართველ პარტიას აქვს გარკვეული ვალდებულებები, მაგრამ რეალურია ისიც, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ დესტაბილიზაციის სტრატეგიაზე უარი არასდროს უთქვამს და ამის არდანახვა სწორი არ არის.

ვფიქრობ, პრეზიდენტი ეცადა, ასე თუ ისე, გამოეყვანა სიტუაცია, უფრო მეტად დაბალანსებული და პრაქტიკულად, არაობიექტური შეფასება მისცა იმ ნაწილს, რასაც კონკრეტული პოლიტიკური პარტიების სუბიექტების მხრიდან დესტრუქციული პროცესების განვითარების ინტენსიური მცდელობა ჰქვია,“ – განაცხადა გია ვოლსკიმ.

არ ვეთანხმები მმართველი პარტიის შეფასებას, რომ პოლარიზაცია არ შემცირებულა: სალომე ზურაბიშვილი