LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა დეკანოზი გიორგი მამალაძე პატრიარქის თხოვნით არ შეიწყალა: თორნიკე მამალაძე

304
fff

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა, გასული წლის მარიამობის დღესთან დაკავშირებული ე.წ. სკანდალური შეწყალების შემდეგ, გამოსცა აქტი, რომლითაც 5 მსჯავრდებული შეიწყალა. მათ შორის კვლავ არ აღმოჩნდა დეკანოზი გიორგი მამალაძე. მამა გიორგის შეწყალების თხოვნით პრეზიდენტს სინოდმა მიმართა, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა განმარტა, რომ ეკლესიაზე თავდასხმა და პატრიარქის წინააღმდეგ წასვლა, ნიშნავს საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ წასვლას, რაც ასუსტებს სახელმწიფოებრიობას. სალომე ზურაბიშვილმა შეწყალების სიის შედგენაში საერთაშორისო პრაქტიკით იხელმძღვანელა და როგორც თავად აღნიშნა, შესაბამის უწყებებთან კონსულტაციები გაიარა.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებას გლდანის ციხის მიმდებარე ტერიტორიიდან გამოეხმაურა მსჯავრდებული გიორგი მამალაძის ძმა. თორნიკე მამალაძე ამბობს, რომ მას აქვს ინფორმაცია თუ როგორ შეთანხმდნენ პირად საუბრებში პატრიარქი და პრეზიდენტი, რომ არ შეეწყალებინათ პატიმარი მამალაძე. მისი თქმით, პატრიარქმა წმინდა სინოდიც და მთელი საზოგადოებაც მოატყუა.

ეს არის ჩემი პასუხისმგებლობა: სალომე ზურაბიშვილმა 5 მსჯავრდებული შეიწყალა

„რა თქმა უნდა, სალომე ზურაბიშვილმა რაც თქვა, ეს დამოუკიდებელი გადაწყვეტილება არ არის. წინა დღეებში ის პატრიარქს შეხვდა და მაქვს ინფორმაცია, რომ თავად კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ პრეზიდენტს პირად საუბრებში უარი უთხრა. გამომდინარე აქედან, წმინდა სინოდის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ პრეზიდენტისადმი შუამდგომლობა გაეგზავნათ, იყო ფარსი, კათოლიკოს პატრიარქმა წმინდა სინოდის წევრებიც კი მოატყუა და თითოეულ მათგანს თავს ლაფი დაასხა. მან მოატყუა მთელი საზოგადოება და ეცადა პასუხისმგებლობიდან გათავისუფლებას. დადგეს სპექტაკლი, რომელშიც მონაწილეობა მიირეს კათოლიკოს პატრიარქმა და პრეზიდენტმა“, – განაცხადა თორნიკე მამალაძემ.

შეუძლებელია საპატრიარქოს ემუქრებოდე და მეორეს მხრივ, შეწყალების შუამდგომლობას ითხოვდე – მამა ანდრია ჯაღმაიძე დეკანოზ გიორგი მამალაძეზე

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები