საქართველოს პრეზიდენტმა ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის თანამდებობაზე სამი კანდიდატი წარადგინა.
სალომე ზურაბიშვილმა მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული წესით და ვადებში მიმართა საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას.
წარდგენილი კანდიდატები არიან: მარიამ შელეგია, თამარ ჟვანია და ვლადიმერ ბოჟაძე, რომლებიც საქართველოს პრეზიდენტმა არასამთავრობო ორგანიზაციებთან გამართული კონსულტაციების შედეგად დაასახელა.