LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

პრეზიდენტმა ავღანეთში, ბაგრამისა და ქაბულის ბაზებზე ქართველი სამხედროები მოინახულა

51682689_3882331071784374_6483822658860351488_o

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ავღანეთში, ბაგრამისა და ქაბულის ბაზებზე ქართველი სამხედროები მოინახულა.

„ჩვენი დიდი მეფის – დავით აღმაშენებლის ხსენების დღეს, მოვინახულე თავდადებული სამხედროები ბაგრამის და ქაბულის ბაზებზე, ავღანეთში.ერთად გავიხსენეთ და პატივი მივაგეთ ჩვენს 32 თავგანწირულ მეომარს.

როგორც მთავარსარდალს და რიგით ქართველს მეამაყება, რომ ყველა აღნიშნავს ჩვენი სამხედროების მაღალ პროფესიონალიზმს და თავდადებას“, – აღნიშნულია სალომე ზურაბიშვილის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები